რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 726 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 726 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„თავდაცვის ძალებმა დრონები ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, რიაზანის, სამარის, სარატოვის, ტამბოვის, ტულისა და ულიანოვსკის ოლქების, ასევე, მოსკოვის ოლქის, კრასნოდარის მხარის, თათრეთის რესპუბლიკის, აზოვისა და შავი ზღვების თავზე გაანადგურეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეც ჩამოაგდეს.

ამასთან, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 250 დრონი დააფიქსირეს.

სობიანინის თქმით, თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონში 28 დრონი მოიგერიეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე