შსს - დაკავებულია პირი, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე