სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს. მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ 10 თანამედროვე პროფესიული მიმართულებიდან ერთ-ერთი და მიიღონ პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით.
პროფესიის არჩევისას სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ის, რას ისწავლის ადამიანი, არამედ ისიც, რა პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებს, რამდენად მომზადებული შეხვდება პირველ სამსახურს და სად შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას.
Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამები შექმნილია მათთვის, ვისაც სურს კონკრეტული პროფესიის დაუფლება, პრაქტიკული უნარების განვითარება და კარიერული შესაძლებლობების შექმნა. სწავლა აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ დავალებებს, დარგის პროფესიონალებთან ურთიერთობასა და კარიერულ მხარდაჭერას.
Skillwill საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პროფესიული კოლეჯია. სწავლა ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. პროგრამები 10-დან 19 თვემდე გრძელდება, ამიტომ სტუდენტი თავიდანვე ირჩევს კონკრეტულ პროფესიას და ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის მისთვის საჭირო პრაქტიკულ კომპეტენციებს.
სასწავლო პროცესს უძღვებიან კვალიფიციური მასწავლებლები და მოქმედი პროფესიონალები. კოლეჯი მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზეც მუშაობს. სტუდენტები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, ხვდებიან ინდუსტრიის წარმომადგენლებს და კარიერულ კავშირებს სწავლის პერიოდშივე ქმნიან.
Skillwill 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ეს სტუდენტებისთვის ქმნის დამსაქმებლებთან შეხვედრის, სტაჟირების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. 2026 წლის დასაქმების ფორუმზე სტუდენტები 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამები განსხვავებულ ინტერესებსა და კარიერულ მიზნებს აერთიანებს:
Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
Skillwill-ში სტუდენტობა მხოლოდ ლექციები და პრაქტიკული დავალებები არ არის. სტუდენტებს ელოდებათ მასტერკლასები, პროფესიული შეხვედრები, სხვადასხვა აქტივობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები.
Skillwill-ის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში, სადაც მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება, გაეცნენ განსხვავებულ საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოს და დაამყარეს ახალი კონტაქტები. 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის ივნისამდე დაგეგმილია მონაწილეობა კიდევ ხუთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტსა და ტექნოლოგიურ ღონისძიებაში: Plan ₿ Forum-ში ლუგანოში, ICT Study Mobility-ში შვეიცარიაში, World AI Cannes Festival-ში კანში, GITEX AI Mediterranean-ში რომსა და London Tech Week-ში ლონდონში.
Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
Skillwill - ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება.
(R)