თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დრონებით იერიში თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე „ტანეკოს“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დარტყმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიჟნეკამსკზე იერიში ქალაქის მერმა, რადომირ ბელიაევმაც დაადასტურა.

ასევე, დრონებით თავდასხმა მოხდა კრასნოდარის მხარესა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებზეც.

კრასნოდარის მხარეში დრონებით დარტყმა „ტამანნეფტეგაზის“ ნავთობის ტერმინალსა და „ტამანის“ ქვესადგურზე განხორციელდა. ასევე, დარტყმების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგია გაითიშა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა