თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ყოველ ორშაბათს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ყოველ ორშაბათს პროკურატურასთან აქციას აანონსებს. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.

„ყოველ ორშაბათს, დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან, ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას! ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას განსაკუთრებით დედებს, გელოდებით სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ყოველ ორშაბათს...და თუ რამ სიახლეც იქნება, ორშაბათს მივაწვდი საზოგადოებას“,-წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე