გივი მიქანაძე - ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იქნება სარეალიზაციო პუნქტი, სადაც ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს - ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.

ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.

„საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას, სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია,“ - აღნიშნა მიქანაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე