ნიკუშორ დანი - რუმინეთმა შავ ზღვაში საზღვაო დრონი გაანადგურა - სიფხიზლეს ვინარჩუნებთ

რუმინეთმა შავ ზღვაში საზღვაო დრონი გაანადგურა, - ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი ავრცელებს.

ნიკუშორ დანის ცნობით, რუმინეთის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა საზღვაო დრონი შავ ზღვაში მდებარე გაზის პლატფორმის Neptun Deep-ის მახლობლად გაანადგურეს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ინციდენტების გახშირებას. ჩვენ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად სიფხიზლეს ვინარჩუნებთ“, - წერს რუმინეთის პრეზიდენტი X-ზე.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, რადუ მირუცას განცხადებით, კიევში დაუდასტურეს, რომ დრონი უკრაინას არ ეკუთვნოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე