ლანა გალდავა - რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები, ერთ-ერთი საფრთხეა საზღვრის კონტროლის თემა

ცხადია, რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები, ერთ-ერთი საფრთხეა საზღვრის კონტროლის თემა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეების ნაკადი მკვეთრად გაზრდილია.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მკაცრი კონტროლი საზღვრის დაცვის მიმართულებით.

„ცხადია რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებობს საფრთხეები, ერთ-ერთი საფრთხე არის სწორედ საყოველთაო მობილიზაცია რუსეთში, საზღვრის კონტროლის თემა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის ვნახეთ საქართველოში შემოსული თუნდაც „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების წევრები, პროპაგანდისტი ჟურნალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ომის მანქანაში. ამავდროულად, ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამიტომაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს და რაც გასაკეთებელია არის მკაცრი კონტროლი საზღვრის დაცვის მიმართულებით“.- განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

მანამდე რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 20 000 ადამიანმა გადაკვეთა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე