Reuters - სერბეთმა ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებისთვის რუსეთს მიმართ

სერბეთმა ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, - ინფორმაციას Reuters-ი სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელიბლატოს უდაბნოს ნაკრძალში ტყის ხანძართან ბრძოლაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს „ილ-76P“-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავი მონაწილეობს.

რუსული სახანძრო თვითმფრინავი სერბეთის ქალაქ ნიშში ოთხშაბათს ჩაფრინდა.

სერბეთს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ არის, ორგანიზაციის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში საგანგებო დახმარებაზე წვდომა აქვს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში მსგავსი შესაძლებლობების მქონე სახანძრო თვითმფრინავი თავისუფალი არ არის, ჩამოსული რუსული თვითმფრინავი ხანძრებთან ბრძოლაში ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, - განაცხადა სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლუკა შაუშიჩმა.

სერბეთის დელიბლატოს უდაბნოს ნაკრძალში ტყის ხანძარს უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე