ბათუმში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს - მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე