მედია - ლატვიაში, 14 აგვისტოს ჩამოგდებული დრონი უკრაინული აღმოჩნდა

ლატვიაში, 14 აგვისტოს ჩამოგდებული დრონი უკრაინული აღმოჩნდა , - ინფორმაციას გამოცემა Delfi-ი ავრცელებს.

ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა, სავარაუდოდ, რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების ზემოქმედების შედეგად.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს ღამეს ლატვიის აღმოსავლეთში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დრონი ნატო-ს ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა