ირაკლი ფავლენიშვილი - ბათუმში რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული აქვთ - იმაზე მალე მოვალთ ხელისუფლებაში, ვიდრე ვინმეს ჰგონია და აუცილებლად ჩამოვართმევთ უძრავ ქონებას ადამიანებს, რომლებსაც „ოკუპაციის კანონი“ აქვთ დარღვეული

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბათუმში უძრავი ქონების დიდი ნაწილი რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ხელში გადავიდა.

როგორც ფავლენიშვილმა ბათუმში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დევნილებს არა მხოლოდ ამ უძრავ ქონებას, არამედ აფხაზეთში, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დაბრუნებას ჰპირდება.

„ბათუმში რუსიფიკაციას განსაკუთრებული ტემპი აქვს შეძენილი - ბათუმის ბულვარში სეირნობისას ფაქტობრივად, ქართულ ენას ვეღარ მოჰკრავთ ყურს, გესმით მხოლოდ ოკუპანტის, რუსულ ენაზე ხალხის საუბარი. ბათუმში რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული აქვთ და ისინი სულ მალე დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

რაც შეეხება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხეს ამ მიმართულებით, ჩვენ ვიცით ივანიშვილის უსაფრთხოების პოლიტიკა და კარგად გვესმის, რომ ამ უძრავი ქონების მფლობელების დიდი ნაწილი შეიძლება „ოკუპაციის შესახებ კანონის“ პირდაპირ დამრღვევი იყოს, მათ შორის შეიძლება პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სხვადასხვა ბარბაროსული აგრესიების მხარდაჭერაში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში და სხვა ქვეყნებში განხორციელებულა რუსეთის მიერ. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით - იმაზე მალე მოვალთ ხელისუფლებაში, ვიდრე ვინმეს ჰგონია. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად ჩამოართმევს იმ ადამიანებს უძრავ ქონებას, რომლებსაც საქართველოს „ოკუპაციის კანონი“ აქვთ დარღვეული, მათ შორის მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთის ბარბაროსულ აგრესიაში. ამ ქონებას ჩვენ გადავცემთ დევნილ ოჯახებს ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ბოლო წლების განმავლობაში სათანადო ყურადღება, დახმარება არ აღმოუჩენიათ. ჩვენ დევნილებს ვპირდებით არა მხოლოდ ამ უძრავ ქონებას, არამედ აფხაზეთში, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დაბრუნებას. მანამდე კი, ამ უსამართლობის და ეროვნული ინტერესების ხელყოფის გამოსწორებასაც“ , - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე