Reuters - პოლონეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის დაზვერვის დაკვეთით უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლის მკვლელობას გეგმავდა

პოლონეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის დაზვერვის დაკვეთით უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლის მკვლელობას გეგმავდა , - ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი სერგი პ. უკრაინის მოქალაქეა.

ეჭვმიტანილი მკვლელობას უკრაინის ქალაქ ირპინში გეგმავდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ სერგი პ.-მ პოტენციური მსხვერპლის ავტომობილის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. მოწყობილობა დისტანციურად მობილური ტელეფონის საშუალებით უნდა აფეთქებულიყო. მექანიზმი გაუმართაობის გამო არ აფეთქდა“, - აცხადებს პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური.

მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეჭვმიტანილი უკრაინიდან პოლონეთში გაიქცა. იგი ვარშავაში დააკავეს. მას მინიმუმ 15 წლით პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა