ელენე ხოშტარია - ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად - ეს არის სახელმწიფოს უდიდეს საფრთხეში ჩაგდება, ეს არის ღალატი!

ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად. რა შეიძლება, რუსეთის გარდა, აიძულებდეს ამ რეჟიმს, ღიად უჭერდეს მხარს ტერორისტულ, იდეოლოგიზებულ, რელიგიურად ღიად აგრესიულ რეჟიმს, რომელიც ამუშავებს ბირთვულ იარაღს, - ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

ხოშტარიას შეფასებით, “ქართული ოცნების” ქმედება სახელმწიფოს საფრთხეში ჩაგდება და ღალატია.

“აშშ-ში ირანის დამარცხება, ამ პრობლემის დროული გადაჭრა, ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური საკითხია. სიმწვავეს ამძაფრებს ნოემბერში მოახლოებული შუალედური არჩევნები. ტრამპისთვის ირანი პოლიტიკური ეგზისტენციალურების საკითხია. გუშინ ტრამპმა გამოაცხადა უპრეცედენტო ეკონომიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ირანის დამარცხების ახალი სტრატეგია. ამერიკა არნახულ ეკონომიკურ სიკვდილს ჰპირდება ირანს.

აი, ამ ფონზე ჩვენი რუსული დე-ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად. თავად წარმოიდგინეთ, რა ემუქრებათ. ოღონდ საფრთხე ის არის, რომ მათი დასჯით, ჩვენც ვიზარალებთ. რა შეიძლება, რუსეთის გარდა, აიძულებდეს ამ რეჟიმს, ღიად უჭერდეს მხარს ტერორისტულ, იდეოლოგიზებულ, რელიგიურად ღიად აგრესიულ რეჟიმს, რომელიც ამუშავებს ბირთვულ იარაღს. რამ უნდა მოგანდომოს ცივილიზაციასთან დაპირისპირებულ რეჟიმთან ურთიერთობა. ეს არის სახელმწიფოს უდიდეს საფრთხეში ჩაგდება.

ეს არის ღალატი!” - წერს ელენე ხოშტარია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე