მიხეილ სააკაშვილი - რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს „ოპოზიციონერებმა“ ჩემი მისამართით, მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს - არ ვარ მათზე გაბრაზებული, იმედგაცრუებული ვარ

რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს "ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში, მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

როგორც სააკაშვილი თავის წერილში აღნიშნავს, ის ხელისუფლების ოპონენტებზე გაბრაზებული არ არის, თუმცა, წერს, რომ აფხაზეთის დათმობაზე მინიშნებით საუბარსაც კი არავის აპატიებს.

“რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს "ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში. დააკვირდით, რომ მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, თან ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის, იციან რა ხალხის რეაქცია "თქვა მან და ბუჩქებში გაუჩინარდა", რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად.

მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვარ მათზე გაბრაზებული, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა არავის ვაპატიებ მინიშნებასაც კი აფხაზეთის დათმობაზე, რა უფლება გვაქვს მომავალი თაობების ნაცვლად ასეთი გადაწყვეტილების მიღების? თუ კარგად წაიკითხავთ ყველა ჩემს გამონათქვამს, ნახავთ რომ არასდროს არცერთი სალანძღავი სიტყვა არ დამცდენია, მხოლოდ იმის თქმა მსურს რომ ამ კონკრეტულ "მოღვაწეებთან" ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა. ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ.

ხოლო ყველა ნამდვილ მებრძოლს და პატრიოტს სრული ერთიანობა გვმართებს ამ დიდი ძნელბედობის ჟამს. პარტიები საერთოდ აღარაა აქტუალური, ყოფნა-არ ყოფნის, ამ მასშტაბის, გამოწვევის წინაშე”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე