სკოტ ბესენტი - დროა ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ, ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენს წინააღმდეგ

დროა ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ, ან ჩვენთან ხართ ან ჩვენს წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთან საუბარში განაცხადა.

ბესენტის განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ გეგმავს ირანის ეკონომიკის დახრჩობას იმ ქვეყნების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებით, ვინც “ნებისმიერი სახის სამაშველო რგოლს” აწვდიან თეირანს.

ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ თავის მაკავშირებს ეტყვის “ან ჩვენთან ხართ ან ჩვენს წინააღმდეგ”.

“თუ აპირებთ [ირანთან] საქმიანი ურთიერთობების ქონას, ფულის გადარიცხვას, მათი ნავთობის შეძენას ან საზღვაო გზით გემებით გადაზიდვას, მაშინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა… მთელ ძალას გამოიყენებს თქვენს წინააღმდეგ [ზომების] აღსრულებისთვის… დროა ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენ ვაპირებთ ამ მკვლელი რეჟიმის ეკონომიკის განადგურებას”, - განაცხადა ბესენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე