ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან სანქციების გამკაცრების მუქარა ომისა და სამხედრო აგრესიის მონეტის მეორე მხარეა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების დაწესების ბრძანების გამცემი ან განმხორციელებელი პირები სისხლისსამართლებრივ დევნას და დასჯას ექვემდებარებიან. „ამ უკანონო ქმედების შედეგებსა და მისგან გამოწვეულ გავლენებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება აშშ-ის მთავრობას და ამ პოლიტიკის განმახორციელებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული. „არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.