სკოტ ბესენტი - აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს, რაც, მისი თქმით, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს.

„არ ვარ დარწმუნებული, რატომ გაჩნდა ამ საკითხში ნავთობის თემა. თუ მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას განვახორციელებთ, მაშინ, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლება აღარ იქნება“, - აღნიშნა ბესენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული. „არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა