მედია - უკრაინული დრონებით რუსეთის ქალაქ პერმზე იერიში მიიტანეს, სადაც „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს

დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ურალში მდებარე ქალაქ პერმს, სადაც „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პერმის მხარის ტერიტორიული უსაფრთხოების სამინისტრომ დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებენ.

ამასთან, ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა, მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 29 ივლისს წარმატებით განახორციელა თავდასხმა პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინიდან 1 500 კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული.

ცნობისთვის, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის სიმძლავრეც წელიწადში თითქმის 13 მილიონ ტონას შეადგენს. ქარხანა საწვავით ამარაგებს როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა