ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ალასკაში, დისტანციური რადარის სადგურთან ახლოს ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ფედერალური ავიაციის და სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციის თანახმად, Cessna 441-ის ტიპის თვითმფრინავი ანკორიჯიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 450 მილის დაშორებით მდებარე კეიპ ნიუენჰემისკენ მიემართებოდა, როდესაც დანიშნულების ადგილთან ახლოს ჩამოვარდა.

Associated Press-ის ცნობით, სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონის ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა, განაცხადა, რომ ჩარტერული რეისის ბორტზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.

კატასტროფის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი.

გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) ჩაატარებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა