ფინეთი რუსულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ფინეთის თავდაცვის სამინისტრო რუსულ სამხედრო თვითმფრინავს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ინციდენტი ფინეთის ყურის დასავლეთ ნაწილში მოხდა, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია. ფინური მხარე აღნიშნავს, რომ რუსული Il-20 ტიპის თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის განცხადებით, “ქვეყანა საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის თითოეულ შემთხვევას უაღრესად სერიოზულად ეკიდება’’.

თავის მხრივ, მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო ავიაცია ფრენებს ნეიტრალური წყლების თავზე, საერთაშორისო სამართლის წესების მკაცრი დაცვით ახორციელებს, ხოლო ფინეთს ინციდენტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

ცნობისთვის, ფინეთი 2023 წლის აპრილში ნატოს 31-ე წევრი გახდა. ფინეთის სამხედრო დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ ფინეთის ყურის სიახლოვეს უკრაინული იერიშების ინტენსივობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო იზრდება ქვეყნის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დრონების შემთხვევით მოხვედრის რისკიც.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა