ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო

ვაგრძელებთ, ჩვენი „შორ მანძილზე მოქმედი სანქციების“ მეშვეობით, ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც ის დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მან დაადასტურა, რომ წუხელ უკრაინამ დარტყმები განახორციელა პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც საზღვრიდან 1600 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს და ასევე ვოლგოგრადის რეგიონში, მარინოვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე.

„ასევე არის შედეგები შავ ზღვაში. ასევე დადასტურებული გვაქვს წინა დარტყმების შედეგები: დაზიანდა რუსული „სუ-34“ თვითმფრინავი ახტუბინსკის საჰაერო ბაზაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს. ხოლო პრიმორსკო-ახტარსკში, თითქმის 180 კილომეტრის დაშორებით, დაარტყეს ობიექტს, რომელიც დრონების შესანახად, მოსამზადებლად და გასაშვებად გამოიყენება“, - აცხადებს ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა