დიმიტრი პესკოვი „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში მონაწილე პირების დასანქცირებაზე - უკრაინის გადაწყვეტილება მულტფილმების წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ კიევის რეჟიმის სიმახინჯეს აჩვენებს

უკრაინის გადაწყვეტილება მულტფილმების წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ კიევის რეჟიმის სიმახინჯეს აჩვენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ უკრაინამ ომი მულტფილმების წინააღმდეგაც დაიწყო, ალბათ კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის რეჟიმის სიმახინჯეს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვი“ შექმნაში მონაწილეობდნენ.

„სანქციები დაწესდა ხუთი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში. ანიმაცია ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც შენიღბულია, როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი შინაარსი და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ბრძანებულებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა