ირანის პარლამენტის სპიკერი - რაც არ უნდა დიდი სამხედრო ძალა გვქონდეს, თუ ხალხი იშიმშილებს და ეკონომიკური ზრდა და ადგილობრივი წარმოება არ გვექნება, ვერ გავუძლებთ

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, განაცხადა, რომ მხოლოდ სამხედრო ძალა ვერ უზრუნველყოფს ისლამური რესპუბლიკის გადარჩენას, თუ ხალხი შიმშილის წინაშე აღმოჩნდება და ეკონომიკა ვერ განვითარდება, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

„რაც არ უნდა დიდი სამხედრო ძალა გვქონდეს, თუ ხალხი იშიმშილებს და არ გვექნება ფინანსური მიმოქცევა, ეკონომიკური ზრდა და შიდა წარმოება, ვერ გავუძლებთ“, - განაცხადა ღალიბაფმა.

მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება განუყოფელია და აღნიშნა, რომ სამხედრო უსაფრთხოება ვერ შენარჩუნდება ფუნქციონალური ეკონომიკის გარეშე.

„უსაფრთხოებას და ეკონომიკას ერთმანეთი სჭირდებათ. თუ დავამყარებთ უსაფრთხოებას, მაგრამ ვერ შევინარჩუნებთ მას ეკონომიკის მეშვეობით, ის დიდხანს არ გაგრძელდება“, - აღნიშნა ღალიბაფმა.

მისი მტკიცებით, ირანს არ სურს ომი და არც მხარს უჭერს მას, მაგრამ ქვეყანას დიპლომატიის ეფექტურობისთვის ქვეყანას სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნება სჭირდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული.

„არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს, რაც, მისი თქმით, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა