ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ის სანქციები და ზეწოლა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ვერ მოაგვარებს

აშშ-ის მიერ დაანონსებული სანქციები და ზეწოლა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.

„სანქციები და ზეწოლა ხელს არ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას. ჩინეთი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, მიიღონ პასუხისმგებლიანი ზომები და მოაგვარონ პრობლემა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული. „არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს, რაც, მისი თქმით, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა