სირიის საგარეო მინისტრი - სირია პაკისტანს, საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებასთან შეერთების საკითხს განიხილავს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ასად ალ-შაიბანის განცხადებით, სირია განიხილავს პაკისტანს, საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის მექაში გაფორმებული ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებასთან შეერთების საკითხს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„გვესმის, რომ პაკისტანი, საუდის არაბეთი და თურქეთი რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია. რა თქმა უნდა, ჩვენს ვარიანტებს ვსწავლობთ. ამჟამად არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, შევუერთდეთ თუ არა ამ ალიანსს“, - აღნიშნა ასად ალ-შაიბანმა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და თურქეთმა 7 აგვისტოს მექაში ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, აღნიშნული სამი სახელმწიფოდან რომელიმეზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა