თამარ ბაჩალიაშვილის დედა - აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს -  ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით?

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით? რამდენ ადამიანს უნდა შევუქმნა პრობლემა, თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას მაწვდის, ვერ ვამბობ, რადგან პრობლემები არ შევუქმნა და ისიც თაღლითი არ გამოიყვანონ. ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა.

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს და სანამ არ მივაღწევ სამართალს, სხვანაირად აღარ გამოდის უკვე. გამომიყვანეს წონასწორობიდან ყველანაირად. არ მიბრუნებენ კომპიუტერს”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას შვილი მოუკლეს და სამართალს ვერ პოულობს.

„ასეთი უსამართლობა არცერთ ქვეყანაში არ არის. ცოცხალი თავით არ უნდათ, ეს საქმე გამოიძიონ. ვინ დგას ამის უკან? ხელისგულზე ჩანს ფაქტი, რომ მომიკლეს შვილი და არ იძიებენ ამ საქმეს“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა