ისრაელის პრემიერის ადმინისტრაცია - ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგი არ ექნება

ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოხსენიებულია როგორც „ანტისემიტი დიქტატორი, რომელიც მასობრივად ჟლეტს ქურთებს, თავშესაფარს აძლევს „ჰამასის“ ტერორისტებს, კვიპროსის ნახევარი აქვს ოკუპირებული და რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს აპატიმრებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“.

„ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ნამდვილი დემოკრატია, შედეგი არ ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გაკეთდა, რაც სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმებსა და თურქეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, მოითხოვოს „ინტერპოლისგან“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი.

ცნობისთვის, 21 აგვისტოს თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ „ინტერპოლს“ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებით „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა