საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 24 აგვისტოს „მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული

24 აგვისტოს „მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ლიდერები კვლავ დაადასტურებენ თავის მზაობას გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა და გააგრძელებენ „ზომების კოორდინაციას, რომლებიც რესურსების შემცირებისკენაა მიმართული”, რომლებიც მოსკოვს გააჩნია საკუთარი სამხედრო ქმედებების დაფინანსებისთვის, კერძოდ, „ჩრდილოვან ფლოტთან” ბრძოლის გზით.

„ეს შეხვედრა, საბოლოოდ, საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა, რათა წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეხვედრა “ჰიბრიდულ” ფორმატში გაიმართება და მისი თანათავმჯდომარეები იქნებიან: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა