ბრიუსელში ევროკომისიის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს

ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, უკრაინის დროშა აღიმართა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განმარტებით, დროშა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის მზადების ფარგლებში აღიმართა.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვემზადებით და ბრიუსელში უკრაინის დროშას ვწევთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. უკრაინა დაიბრუნებს თავის უსაფრთხოებას, თავის თავისუფლებას და ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ჩვენს კავშირში“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ამასთან, ფრანგული მედიის ცნობით, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. პარიზში ეიფელის კოშკი ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა