ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა და საკიში „სუ-24მ“ გაანადგურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სამარის რეგიონში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე.

ასევე დადასტურდა ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსული „სუ-24მ“ თვითმფრინავის განადგურება.

პრეზიდენტის თქმით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1000 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთისთვის ექსპორტიდან შემოსავალს გამოიმუშავებს, რომელიც ომის დასაფინანსებლად გამოიყენება.

ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა გენერალურმა შტაბმაც დაადასტურა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობია და სხვა პროდუქტებთან ერთად, საავტომობილო და საავიაციო საწვავს, ასევე დიზელის საწვავს აწარმოებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა