საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტიტუციის დაცვა მუდმივი პროცესია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია

ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც რევაზ ნადარაია აღნიშნავს, გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა, ვიყოთ კონსტიტუციის ძირითადი კანონის ერთგულნი, რომელიც სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია.

„1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო. მან შეცვალა ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა, რითაც კონსტიტუციურ რანგში აიყვანა ჩვენი სახელმწიფოს მარადიული ფასეულობები. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მტკიცე დემოკრატიული არჩევანი კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.

ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს. სწორედ ამ პროცესში ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა - ვიყოთ კონსტიტუციის - ძირითადი კანონის ერთგულნი, რომელიც სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია.

კონსტიტუცია ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს არქიტექტონიკას. კონსტიტუციის დაცვა მუდმივი პროცესია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს!

დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!“ - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს