შსს-ს ინფორმაციით, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება - გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობითვე, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში “გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნი იდგა”, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.

აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება