მარგუს ცაჰკნა - მიმდინარე კვირაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აჩვენებს, რომ რუსებს სურთ უკრაინელები ზამთრის წინ სიცივესა და სიბნელეში დარჩნენ - კრემლის გეგმა უნდა ჩაიშალოს

რუსეთის მიზანი ნათელია: ტერორი და ნგრევა, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ბუჩას რაიონზე განხორციელებულ იერიშს.

„რუსული დრონების მორიგი მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე. ყველაზე მძიმე დარტყმები სოფელმა მილამ მიიღო. მიმდინარე კვირაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აჩვენებს, რომ რუსებს სურთ უკრაინელები ზამთრის წინ სიცივესა და სიბნელეში დარჩნენ. კრემლის გეგმა უნდა ჩაიშალოს“, - წერს ცაჰკნა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

„უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მტკიცე უნდა დარჩეს, ყველა ფორმის დახმარების გაგრძელებით“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს საღამოს, რუსულმა ძალებმა ბუჩას რაიონს დაარტყეს. თავდასხმამ საწყობებში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, რუსების იერიშს 27 ადამიანი ემსხვერპლა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში