მოჯთაბა ხამენეი - ისლამური ქვეყნების მიმართ ჩემი დაჟინებული რეკომენდაციაა: ამოიცანით ნამდვილი მტერი, გაიგეთ მისი გეგმა და დაუპირისპირდით

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, „ნამდვილი მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხამენეის Telegram-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ წერილობით მიმართვაში აღნიშნულია, რომ ყველა, ვინც მუსლიმებს შორის განხეთქილებას ქმნის, „შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისლამის მტრებს ეხმარება“.

„ჩემი დაჟინებული და არაერთხელ გამოთქმული რეკომენდაცია ისლამური ქვეყნების, განსაკუთრებით კი დასავლეთ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მმართველებისადმი, არის: ამოიცანით თქვენი ნამდვილი მტერი, გაიგეთ მისი გეგმა და დაუპირისპირდით მას“, - განაცხადა ხამენეიმ.

აღსანიშნავია, რომ ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ექვსი თვის წინ აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს დაიჭრა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში