ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ვემზადებით

უკრაინის გუნდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„გუნდთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ვემზადებით. დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ომი მოვლენების მომავალი განვითარებისთვის ერთადერთი ვარიანტი არ იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ იზიარებს უკრაინის ბევრ შეხედულებას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით - როგორც ფრონტზე შექმნილ ვითარებასთან, ისე დარტყმებთან დაკავშირებით.

„აქტიურები უნდა ვიყოთ და სწორედ ასე, აქტიურადაც ვმუშაობთ - დასვენების დღეების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა