სერგეი ლავროვი - ნატო-ს ქმედებები არქტიკაში რუსეთს პირდაპირ საფრთხეს უქმნის

ნატო-ს წევრები არ მალავენ, რომ არქტიკის ახალ ფრონტად გადაქცევა სურთ, რათა შეაფერხონ რუსეთისა და მისი მოკავშირეების განვითარება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, სტატიაშია აღნიშნული.

“ნატო და სხვა დასავლელები არ მალავენ თავიანთ ნამდვილ მოტივებს და აცხადებენ, რომ მათი მიზანია არქტიკა დაპირისპირების ახალ ფრონტად გადააქციონ, რათა შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის და მისი მსგავსი აზროვნების მქონე ქვეყნების განვითარება”, - წერს ლავროვი.

მისი მტკიცებით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ქმედებები არქტიკაში რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენი ჩრდილოეთ საზღვრების სიახლოვეს ინტენსიური სამხედრო მზადება მიმდინარეობს. ტარდება მასშტაბური, აგრესიული მიმართულების წვრთნები, რომლებშიც მონაწილეობენ რეგიონის არა წევრი ქვეყნები და ჩნდება ნატო-ს სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურის ახალი ელემენტები. შორეულ ჩრდილოეთში ასეთი სამხედრო აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. იზრდება ინციდენტების რისკი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული დაპირისპირება პოტენციურად კატასტროფული შედეგებით,“ - წერს ლავროვი.

მისი თქმით, რუსეთი სათანადოდ უპასუხებს თავისი ოპონენტების ნებისმიერ „მტრულ ქმედებას“.

„არამეგობრული, მტრული ქმედებები იღებს და კვლავაც მიიღებს ადეკვატურ პასუხს, მათ შორის ასიმეტრიულს“,- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში