სახალხო დამცველი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ემი დიაზს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხები განიხილეს.

სახალხო დამცველმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ისაუბრა ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით გამოკვეთილ გამოწვევებზე და ამ გამოწვევათა გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რაც პერიოდულად აისახება მის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

ხაზი გაუსვეს აშშ-ს საელჩოს მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას სახალხო დამცველის აპარატის წარმატებული მუშაობისთვის და ამ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს. ემიო დიაზი აშშ-ს ელჩის მოვალეობას 2026 წლის ივლისიდან ასრულებს და მისი შეხვედრა გაცნობით ხასიათსაც ატარებდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და აშს-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები ჯოზეფ კაფერტი და ეკატერინე ფოფხაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში