სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, კობახიძემ იმიტომ გადაწყვიტა, წელს გაეროს ტრიბუნით ისარგებლოს, რომ სავარაუდოდ, მანაც იცის, ეს არის მისი უკანასკნელი შანსი ცხოვრებაში, ამ ტრიბუნაზე გამოვიდეს

ვფიქრობ, ირაკლი კობახიძემ იმიტომ გადაწყვიტა, ამ წელს გაეროს ტრიბუნით ისარგებლოს და ყაველაშვილის ნაცვლად, თვითონ წავიდეს, რომ სავარაუდოდ, მანაც იცის, ეს არის მისი უკანასკნელი შანსი ცხოვრებაში, რომ ამ ტრიბუნაზე გამოვიდეს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ამ ტრიბუნით ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული მათი წარმომდგენლის გარდა ვინმე ისარგებლებს“.

„ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას გაეროს ტრიბუნაზეც და ყველა სხვა საერთაშორისო ტრიბუნაზე, დავიწყებთ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები და ქართველ ხალხს ეყოლება მისი ნებით არჩეული ხელისუფლება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს და არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის თოჯინების თეატრის მორიგ მარიონეტს, რომელიც შეიძლება გაისად, ამ დროს, ვიხილოთ ციხეში, დევნილობაში, ან უბრალოდ გამქრალი საჯარო სივრციდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში