ბათუმის ზღვაში ორი კატერი შეეჯახა -  არიან დაშავებულები

ბათუმის ზღვაში ერთმანეთს ორი კატერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომები დაშავდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურეს, რომ ბათუმში ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.

“ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია