ურსულა ფონ დერ ლაიენი - გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად

მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას, უკრაინის Patriot -ის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

“ნატო-ს გენერალურ მდივან [მარკ] რუტესთან ერთად, მივესალმები წევრი ქვეყნების შეთანხმებას უკრაინისთვის გამონაკლისზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე.

შემდეგი 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფა უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას თავისი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან. ეს თანხა დაემატება “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” ფარგლებში უკვე გამოყოფილ 8.4 მილიარდ ევროს, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა