პოლონეთის დაზვერვის მინისტრი-კოორდინატორი CIA-ის დირექტორს შეხვდა, - ინფორმაციას პოლონეთის სპეციალურ სამსახურებზე პასუხისმგებელი მინისტრი-კოორდინატორი, ტომაშ სიემონიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პოლონეთის დაზვერვისა და სპეციალური სამსახურების მინისტრი-კოორდინატორი, ტომაშ სიემონიაკი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რეტკლიფს CIA-ის შტაბ-ბინაში შეხვდა.
„პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ახლახან გავაცანი პოლონეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელიც ამ შეხვედრიდან მივიღეთ. პოლონურ-ამერიკული ალიანსი მტკიცე და ურყევია. ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ამ პარტნიორობის ერთ-ერთი საფუძველია. მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და პოლონეთის მიმართ ნდობისთვის“, - წერს სიემონიაკი X-ზე.
ცნობისთვის, CIA-ის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი გასულ თვეში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის დროს, ჯონ რეტკლიფმა რუსი მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს არ დაესხან.