უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოსლოში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, FREYJA-ს ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ერთობლივი მუშაობისა და ზამთრისთვის უკრაინის მზადების საკითხები განიხილა.
„ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან კარგი შეხვედრა მქონდა. მას ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის გარდაცვალების გამო მივუსამძიმრე. უკრაინა ძალიან აფასებს სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მხარდაჭერას“, - აცხადებს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
ნორვეგიის მეფე ჰარალდი 28 აგვისტოს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ ნორვეგიის მეფე მისი ვაჟი, ჰოკონ VIII გახდა.