რუსულმა ძალებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული დრონი კიევის დარნიცკის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, კორპუსის ფასადი დაზიანდა.

კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ასევე, რუსული ძალების იერიშის შედეგად კიევის ოლქში ხანძრები გაჩნდა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ღამით რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში ბილა-ცერკვას, ბროვარსკის, ბორისპოლის, ფასტივის, ობუხივისა და ბუჩას რაიონებს დაარტყეს.

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა