აშშ-მა კანადიდან გარკვეული ტიპის პროდუქციის იმპორტი აკრძალა

აშშ-მა კანადიდან გარკვეული ტიპის პროდუქციის იმპორტი აკრძალა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადიდან აშშ-ში ალკოჰოლური სასმელების ფართო სპექტრი, ასევე, მოტოციკლებისა და რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

თეთრმა სახლმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები 8 სექტემბერს ძალაში შევიდა.

აშშ-ის მიერ კანადიდან რიგი პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა 29 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ თვეში ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.

აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ კი კანადამ აშშ-დან იმპორტირებულ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 15-50%-მდე ტარიფი დააწესა, რომელიც 8 სექტემბერს ამოქმედდა.

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა