ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჩინეთის ქალაქ სიანში, ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაში (NFCCC) მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციის მთავარ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგზე, მონოპოლიზაციის რისკების შემცირებასა და კონკურენციის, საინვესტიციო და სამრეწველო პოლიტიკებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფაზე.

„ჩინეთის სახელმწიფო ბაზრის რეგულირების ადმინისტრაციის (SAMR) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში კონკურენციის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციის მთავარ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგზე, მონოპოლიზაციის რისკების შემცირებასა და კონკურენციის, საინვესტიციო და სამრეწველო პოლიტიკებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფაზე.

ღონისძიების მონაწილეებს GCCA-ის თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო.

„ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გლობალური გაურკვევლობის პირობებში ძლიერი კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკას უფრო მდგრადსა და მოქნილს ხდის, ამცირებს მონოპოლიზაციის რისკებს და ზრდის ინვესტორთა ნდობას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ციფრულ ეპოქაში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამოწვევებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობას და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ ეკონომიკურ კავშირებს. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის მარშრუტების ფარგლებში.

კონფერენციის დღის წესრიგის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ანტიმონოპოლიური აღსრულების გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე; ეკონომიკური კონცენტრაციების კონტროლსა და ერთიანი ეროვნული ბაზრის განვითარებაზე; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე; ასევე ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრაზე.

2026 წლის ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენცია 7-8 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო - „ერთიანი ეროვნული ბაზარი, სამართლიანი კონკურენცია მომავლისთვის - მაღალი ხარისხით, სამართლიანი ფასებითა და ჯანსაღი კონკურენციით გამორჩეული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა