დონალდ ტრამპი - გერმანიაში პოპულისტურ პარტიას ნამდვილად დიდი საღამო ჰქონდა

გერმანიაში პოპულისტურ პარტიას ნამდვილად დიდი საღამო ჰქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპი საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას გამოეხმაურა.

„როგორც იქნა, მათ მობეზრდათ აბსოლუტურად საშინელი საიმიგრაციო წესები და რეგულაციები, რომელმაც გერმანიას ასეთი ძლიერი ზიანი მიაყენა. ისინი წარმატებულები ხდებიან და ამას აღარ მოითმენენ!“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, 6 სექტემბერს, გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ხმების 17.2% მიიღო.

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა