ფრიდრიხ მერცი - რუსეთს არავინ დამუქრებია, არც ნატო, არც ევროკავშირი და არც გერმანია, ერთადერთი, რაც რუსეთსა და პუტინს ემუქრება, ეს დემოკრატიის ძალაა - გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ბუნდესტაგში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარეს, ალის ვაიდელს დაუპირისპირდა.

„რუსეთს არავინ დამუქრებია, არც ნატო, არც ევროკავშირი და არც გერმანია. უკრაინა ჩვენს თავისუფლებასაც იცავს. ერთადერთი, რაც რუსეთსა და პუტინს ემუქრება, ეს დემოკრატიის ძალაა“, - განაცხადა მერცმა.

ასევე, მერცის თქმით, ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმას რუსეთი თვეების განმავლობაში გეგმავდა.

„ეს კონკრეტულად გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული და მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით მოხდა მატერიალური ზიანისა და ადამიანების დაშავების თავიდან არიდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ „ისინი მხარს რუსეთს უჭერენ“.

მანამდე, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა გერმანიის მთავრობა ომის გაღვივების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

„მაშინ, როდესაც აშშ უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის დასრულებისთვის მორიგ მცდელობას მიმართავს, თქვენ აძლიერებთ საომარ პროპაგანდას, ამწვავებთ რუსეთთან დაპირისპირებას და უკანასკნელ ხიდებსაც კი წვავთ, რათა ყურადღება თქვენი საკუთარი კატასტროფული პოლიტიკური შედეგებიდან სხვაგან გადაიტანოთ“, - აღნიშნა ვაიდელმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა