ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდება.
„მთავრობის წინადადების საფუძველზე, განკარგულებას გამოვცემ ეროვნული ასამბლეის დათხოვნის შესახებ. განკარგულება ძალაში მისი გამოქვეყნების დღიდან შედის“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის მთავრობამ პარლამენტის დათხოვნის წინადადებით ალექსანდრ ვუჩიჩს 7 სექტემბერს მიმართა. მანამდე, მმართველმა „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ გამოაცხადა, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრ ვუჩიჩი იქნება.