ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია

საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს (GeoSTQB) ორგანიზებით, წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers' Day 2026 გაიმართა.

Testers' Day 2026-მა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა, ვინც გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიების მომავალს ქმნის. ღონისძიება ტრადიციულად აერთიანებს QA ინჟინრებს და ტექ-ლიდერებს. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე Safety by Design (SbD) პრინციპების წარდგენა გახლდათ.

„ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, წელსაც შეუერთდა Testers’ International Day-სა და Testing Cup-ს, როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროფესიული გარემოს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. ლიბერთის ტექნოლოგიურ გუნდში დღეს დაახლოებით 60 ტესტერი მუშაობს და სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, ისე QA პროფესიული community-ის გაძლიერებას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას. ამასთანავე, აძლიერებს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით მსხვილი დამსაქმებლის პოზიციონირებას“, - ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის IT დირექტორის მოადგილე.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ:

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა